საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსით დღეს დაინფიცირდა, ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.
14:30 / 09.08.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. როგორც მან  აღნიშნა, ინფიცირებულთაგან ორი სამედიცინო პერსონალია.
14:28 / 09.08.2020
 
ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა. ამის შესახებ Global Times-ი წერს.
11:11 / 09.08.2020
 
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
10:48 / 09.08.2020
 
რეგიონულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე ავარიისას დაშავებული 20 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება.
00:02 / 09.08.2020
 
რამდენიმე საათია ახალქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასა და სოფელ გულიკამის მაცხოვრებლებს შორის დაპირისპირება გრძელდება. გულიკამელებმა ახალქალაქში სასტუმრო „არტსერგი“ დაარბიეს და ოთხი სახლი დაწვეს.
23:36 / 08.08.2020
 
ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.
23:29 / 08.08.2020
 
ახალქალაქში მკვლელობის ფაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა​ განუცხადა.
23:17 / 08.08.2020
 
მუხათგვერდის ძმათა სამხედრო სასაფლაოზე საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენებლი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავები აკურთხა.
20:35 / 08.08.2020
 
ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეთოთხმეტე სართულიდან გადმოვარდა.
15:03 / 08.08.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×