საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება.
15:28 / 10.08.2020
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. ამის თაობაზე განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. გუბერნატორის განცხადებით, კარანტინის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება სოფელში არსებული სტაბილური ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის მიღებული.
15:14 / 10.08.2020
 
მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას.
15:08 / 10.08.2020
 
გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა, ლუგარის ცენტრში კი დამატებით 60 ნიმუში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა, ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
14:46 / 10.08.2020
 
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.
14:37 / 10.08.2020
 
მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
14:25 / 10.08.2020
 
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. ამის შესახებ მხარის რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირებული პირი მესტიაში ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად და ვირუსი სავარაუდოდ, მისგან გადაედოთ.
14:03 / 10.08.2020
 
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. მისივე თქმით, ერთი პაციენტის შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით კვლავ გრძელდება.
11:45 / 10.08.2020
 
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
13:42 / 10.08.2020
 
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.
11:40 / 10.08.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×