საზოგადოება
როცა ჰაერის გამოცვლა განიხილება თქვენი ძირითადი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა რაიონში გადანაცვლება და ზაფხულის იქ გატარება, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. თბილისი სუფთა ქალაქების ჩამონათვალს არ მიეკუთვნება, ასე, რომ თუ ჰაერის გამოცვლაში ამას გულისხმობთ, აუცილებლად კარგია - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
23:29 / 06.07.2020
 
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შემოდგომაზე შტატის ტერიტორიაზე სკოლების გახსნის პერსპექტივებზე ისაუბრა. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გაურკვეველია.
23:26 / 06.07.2020
 
წელს, როგორც არასდროს, ვთხოვ მშობლებს, ზაფხულის პერიოდი ბავშვებმა მაქსიმალურად აქტიური ცხოვრებისთვის გამოიყენონ, - ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
23:01 / 06.07.2020
 
ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
22:53 / 06.07.2020
 
ზოგიერთი თვლის, რომ რადგან ჩვენ ეკონომიკურად ძალიან ძლიერები არ ვართ, თუკი ვინმე მოისურვებს, რომ ჩვენთან გახსნას საზღვრები და აღადგინოს ბიზნესი, ყველას უნდა გავუღოთ კარი, ეს ასე არ არის , - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
22:48 / 06.07.2020
 
ეს უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგია ქვეყნისთვის და ცუდია იმ სკეპტიკოსებისა და ურწმუნოებისთვის, რომელთაც ჯიუტად არ უნდათ დაიჯერონ, რომ ეს ასეა , - ასე ეხმაურება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე BBC-ის სტატიას.
22:40 / 06.07.2020
 
მეორე ტალღას შევხვდებით უკეთ მომზადებული იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც მივიღეთ. გარანტიების მიცემა ძნელია, მაგრამ თუ მეორე ტალღა იქნება საქართველოს ჯანდაცვა გაუძლებს ისე, როგორც გაუძლო პირველ ტალღას და მოსახლეობამ შეიძლება, ვერც იგრძნოს ეს მეორე ტალღა, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ მედიას განუცხადა.
22:33 / 06.07.2020
 

მიმდინარე წლის 7 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „Rooms Hotel“-ში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სემეკის 2019-2020 საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

17:59 / 06.07.2020
 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს „ტოიოტას“ ყველაზე პოპულარულ მოდელებზე უპრეცედენტო ფასდაკლებებს სთავაზობს. აღნიშნული შეთავაზებით „ტოიოტას“ მარკის გამორჩეული მოდელები მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

17:56 / 06.07.2020
 
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორებამდე პასუხების ფურცელი რამდენიმე დღით კარანტინში მოთავსდება. ამის შესახებ გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
16:53 / 06.07.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
×