დღის ყველა სიახლე
ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა.
12:21 / 21.01.2020
ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.
12:18 / 21.01.2020
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.
12:14 / 21.01.2020
სასულიერო პირი ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა.
12:11 / 21.01.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს და გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას.
10:59 / 21.01.2020
კალენდარი
×