ინგლისში, დორსეტის საგრაფოში მუსიკალური ფესტივალის "Bestival" ჩატარების ადგილას 25 წლის ქალის ცხედარი
აღმოაჩინეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
მედიის ცნობით, ცხედარი ღამის 1 საათზე ტყეში აღმოაჩინეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის კაცი დააკავა.
მოკლული ფესტივალზე დასასწრებად ლონდონიდან ჩავიდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.