ვირუსის პირობებში, როგორ მოვიქცეთ სახლში შესვლისას? (ვიდეო)
01:35 / 08.04.2020
ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია
იცავს თუ არა ხელთათმანი ვირუსისგან? – ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება
01:25 / 08.04.2020
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტება ხელთათმანების ეფექტურობასთან დაკავშირებით:
რონალდინიოს ციხე შინაპატიმრობით შეუცვალეს
01:14 / 08.04.2020
რონალდინიო პარაგვაის ციხიდან 1.3 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელი ასუნსიონის ერთ-ერთი სასტუმროში, შინაპატიმრობაში იქნება, – იუწყება Thesun.
კახა კალაძე აცხადებს, რომ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი მოვლენათა განვითარების მიხედვით გადაწყდება
01:09 / 08.04.2020
თუ იქნება აუცილებლობა, რომ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, საკომენდანტო საათი, ეს აუცილებლად გაკეთდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
კახა კალაძე: მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან
01:06 / 08.04.2020
მკაცრი ზომები და ნაბიჯები იყო აუცილებელი, რომ რაც შეიძლება მცირე დანაკარგით გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ალერგოლოგი იყო, ვისთან ერთადაც 40 წლის წინ ვმუშაობდი - ქართველი ექიმი ლონდონიდან
00:51 / 08.04.2020
ქართველმა ექიმმა ბაჩი ბეგიშვილმა, რომელიც უკვე ათეული წლებია ბრიტანეთში ალერგოლოგად მუშაობს, "ღამის კურიერის" ეთერში, წამყვანის შეკითხვაზე- რას ურჩევდა ის, საქართველოს მოსახლებას, როგორც ალერგოლოგი, განაცხადა, რომ საქართველოს საუკეთესო ალერგოლოგი, ამირან გამყრელიძე ჰყავს.
თენგიზ ცერცვაძე: ძალიან კარგად იმუშავა სახელმწიფო ვერტიკალმა, განსაკუთრებით ეფექტური იყო პირადად გახარიას ჩარევა
00:43 / 08.04.2020
ძალიან კარგად იმუშავა სახელმწიფო ვერტიკალმა, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საქართველოს შედეგი ქვეყნის მთავრობის ეფექტური მუშაობით არის განპირობებული.
თენგიზ ცერცვაძე: გვესაჭიროება მხოლოდ თავდაცვის ეკიპირებები და სოციალური დისტანცირების რეგულირება თენგიზ ცერცვაძე თენგიზ
00:39 / 08.04.2020
რა მიმართულებით საჭიროებს ჯანდაცვის სიტემა თანხების მობილიზებას? - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დღეს მთავარ პრობლემას სოციალური დისტანცირების დაცვა და სამედიცინო პერსონალის პირადი ეკიპირება წარმოადგენს.
ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს
00:25 / 08.04.2020
იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი აღდგომის დღესასწაულზე მილანის საკათედრო ტაძარში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
თურქმენეთში, კორონავირუსის გამო იძლებით იზოლაციაში მყოფმა პირებმა ექიმებს ქრთამი გადაუხადეს და კარანტინიდან გაიქცნენ
00:20 / 08.04.2020
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქმენეთის ქალაქ თურქმენაბადში მოწყობილი კარანტინიდან 15 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალებებს ინფორმაცია ადგილობრივმა ექიმებმა მიაწოდეს. იზოლირებული ადამიანები 14 დღიან კარანტინში მას შემდეგ მოაქციეს, რაც ისინი დაბრუნდნენ თურქეთიდან, რუსეთიდან და სხვა კოვიდ 19-ის ეპიცენტრული სხვა ქვეყნებიდან.
დანიაში კორონავირუსის ფონზე შექმნილი კარანტინის მიუხედავად, მომავალი კვირიდან ბაღები და სკოლები გაიხსნება
00:16 / 08.04.2020
დანიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღები და დაწყებითი სკოლები უნდა გაიხსნას- 11 წლამდე ასაკის ბავშვებს ექნებათ საშუალება, რომ ისევ იარონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ესპანეთში 2 მილიონამდე პირბადე და სამედიცინო აღჭურვილობა საავადმყოფოს საცავებიდან მოიპარეს
00:13 / 08.04.2020
ესპანეთში პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც საავადმყოფოს საცავებიდან 2 მილიონამდე სამედიცინო ნიღაბი მოიპარა. გავრცელებული ინფორმაციით, პირბადეებთან ერთად მოპარულმა სხვა სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულებამ 5$ მილიონი დოლარი შეადგინა, რომელთა გასაღება უნდა მომხდარიყო მეზობელ პორტუგალიაში- ამის შესახებ გალიციის რეიონალური პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
როგორ ავირიდოთ თავიდან კორონავირუსი - აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები
00:03 / 08.04.2020
როგორ ავიცილოთ თავიდან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე. რეკომენდაცია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკლევარებმა შეიმუშავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე: დანაშაულის რიცხვი შემცირდა
23:59 / 07.04.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ზე, "ღამის კურიერის" ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
23:52 / 07.04.2020
სამხრეთ კავკასიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა ვითარება ამ დრომდე სამივე სახელმწიფოში კონტროლს ექვემდებარება. ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების სიმცირით საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
CNN: ორსულების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ, დაავადებას იმაზე რთულად არ იტანენ, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა
23:34 / 07.04.2020
ახალი კვლევის თანახმად, ორსული ქალების უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის დიაგნოზი აქვთ, დაავადებას იმაზე რთულად არ იტანენ ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა.
ამირან გამყრელიძე: კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, რომ არ უნდა შევიკრიბოთ - რეკომენდაციას ვერ მივცემ, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ
23:22 / 07.04.2020
კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.
ბავშვები და COVID-19 — ამ საკითხზე ჩატარებული ამ დროისათვის უდიდესი კვლევის შედეგები
23:18 / 07.04.2020
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების შესახებ ჩატარებული ამ დრომდე უდიდესი კვლევა გვთავაზობს ძალიან ადრეულ მტკიცებულებას, რომ მამაკაცებისა და ჩვილი ბავშვების მკაცრად ავადობის რისკები შეიძლება იზრდებოდეს.
კახა კალაძე: აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ, თუკი რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ
23:02 / 07.04.2020
აგრარულ ბაზრებს ექნებათ ​მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აუცილებელი იქნება იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელზეც ბოლო დღეებში არის საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მუსლიმების წმინდა თვეში ეგვიპტეში მეჩეთები დახურული იქნება
22:51 / 07.04.2020
მუსლიმების წმინდა თვეში ეგვიპტეში მეჩეთები დახურული იქნება. ამის მიზეზი „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციაა. ინფორმაციას „სიენენი“ ეგვიპტის რელიგიის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეკანოზი შალვა კეკელია: ველოდებით, რას გადაწყვეტს ჩვენი უწმინდესი, მასზე ვართ დამოკიდებული
22:36 / 07.04.2020
დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია.
ამირან გამყრელიძე: ბევრგან მსუბუქ შემთხვევებს სახლში მკურნალობენ, მაგრამ სანამ კლინიკებში საწოლები გვაქვს, ვარჩევთ შემთხვევების მართვა ჰოსპიტალურად მოხდეს
22:25 / 07.04.2020
ბევრ ქვეყანაში მსუბუქ შემთხვევებს მკურნალობენ სახლში. გარკვეულ პერიოდში, რაღაც თამასის შემდეგ ამაზე შეიძლება ჩვენც ვიფიქროთ, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ კლინიკებში საწოლები საკმაო რაოდენობით გვაქვს, ჯერჯერობით მაინც ვარჩევთ იმას, რომ ეს შემთხვევები იმართოს ჰოსპიტალურად , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე: ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს იქნება კორონავირუსით ინფიცირების 350-დან 400 მდე შემთხვევა
21:57 / 07.04.2020
ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400 მდე შემთხვევა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.
ამირან გამყრელიძე: მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ კორონავირუსმა თბილ სეზონზე უკან უნდა დაიხიოს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სიცივეში თავს შეგვახსენებს
21:55 / 07.04.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით კორონავირუსი თბილ სეზონზე უკან დაიხევს, მეორე ნაწილის შეხედულებით კი ცივ პერიოდში ისევ თავს შეგვახსენებს.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ მაღალი არა
21:52 / 07.04.2020
კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია , -ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოჩართვისას „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად მაღალია კორონავირუსით განმეორებით დაინფიცირების რისკი და ხომ არ აქვს ცენტრს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონკრეტული რეკომენდაციები იმ პირების მიმართ, ვინც გამოჯანმრთელდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
21:49 / 07.04.2020
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფექციით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. „სპუტნიკ-აბხაზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა გაგრაში დაფიქსირდა. დაინფიცირებული გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „რესპუბლიკის“ მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი, ინფექციის შიდა გავრცელების სტადიისთვის ეს ძალიან ცოტაა
21:41 / 07.04.2020
მარნეულში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შემდეგ, თუ არ ვცდები, გავიდა 10-12 დღე მაინც და საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 ახალ შემთხვევაზე მეტი, ეს შიდა გადაცემის, ანუ ინფექციის გავრცელების ამ სტადიისთვის არის ძალიან ცოტა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ასოშიეტედ პრესი“: ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს
21:38 / 07.04.2020
ქალაქ ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტის დროს, – ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ წერს.
ინგლისში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 758 ადამიანი დაიღუპა
21:31 / 07.04.2020
ინგლისში, ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 758 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თენგიზ ცერცვაძე: მინდა, იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ დაცულია იმაზე უკეთესად, ვიდრე ევროპის ან მსოფლიოს ნებისმერი ქვეყანის მოქალაქე
21:26 / 07.04.2020
მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა, არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი, 46-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
21:19 / 07.04.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
„ბიბისი“: ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა
20:56 / 07.04.2020
ირანში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ალკოჰოლით 600 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინტოქსიკაციით 3 000 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვრცელდება რეკომენდაციები, რომლებიც აგრარულ ბაზრებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა შესრულდეს
20:47 / 07.04.2020
სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც აგრარული ბაზრებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არის შემუშავებული:
ათენიდან საქართველოს 125 მოქალაქე დაბრუნდა
20:43 / 07.04.2020
ათენიდან საქართველოს 125 მოქალაქე დაბრუნდა. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ შესრულდა.
მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს
20:40 / 07.04.2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინეს.
რუმინეთში კორონავირუსი ათ ახალშობილს დაუდასტურდა
20:21 / 07.04.2020
რუმინეთში ქალაქ ტიმიშოარაში კორონავირუსი ათ ახალშობილს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ნელი ტერარუმ გააკეთა.
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 აპრილისთვის - დოლარი - 3.1748 ლარი, ევრო - 3.4551 ლარი, ფუნტი - 3.9110 ლარი
20:16 / 07.04.2020
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1748 ლარი ეღირება, ევრო – 3.4551 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9110 ლარი.
აზერბაიჯანში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი დაიღუპა
20:12 / 07.04.2020
აზერბაიჯანში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედ ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს.
უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა
19:31 / 07.04.2020
უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
ილია მეორე: ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
18:56 / 07.04.2020
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. მისი მიმართვა საპატარიარქომ გაავრცელა. მილოცვაში პატრიაქმა ემიგრანტები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ახსენა.
თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ
18:53 / 07.04.2020
საქართველოში ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციელი დააკავა
18:41 / 07.04.2020
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს
18:34 / 07.04.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-ს არ გადააჭარბებს.
თენგიზ ცერცვაძე: მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით უკავია 109-ე ადგილი, ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება არც კი ვიცით
18:28 / 07.04.2020
საქართველოს ინფექციის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანია გამოჯანმრთელებული
18:25 / 07.04.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 195 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით მე-3 პაციენტი გარდაიცვალა
18:19 / 07.04.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის 86 წლის იყო.
გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ
17:12 / 07.04.2020
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი მოადგილეები სოლიდარობის აქციას უერთდებიან და სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს, კორონავირუსითან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.
გმადლობთ, გმადლობთ – მოსახლეობის ტაში თბილსერვისის თანამშრომლებს (ემოციური ვიდეო)
00:25 / 04.04.2020
თბილისი – ქავთარაძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის,
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×