მთავარი სიახლეები
თეა წულუკიანი ომბუდსმენს: ქალბატონო ნინო, სამსახურს ჰქვია პენიტენციური და არა პენიტენციალური
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც ასევე მოხსენებით წარდგა, ტერმინების გადახედვისკენ მოუწოდა.
53 წუთის წინ
კახა კალაძე: პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება
„ანას ბაღს", არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
58 წუთის წინ
თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას გამოსვლაზე - მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება
ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა.
12:21 / 21.01.2020
ომბუდსმენი: ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, პატიმრებს ეუბნებიან, არ დაწერონ საჩივარი და ისინი მოუგვარებენ პრობლემებს
ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც ის ადამიანის უფლებათა კომიტეტზე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.
12:18 / 21.01.2020
ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული - ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება მოხდა, ექსპერტმა ხელის დაზიანება დააფიქსირა
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.
12:14 / 21.01.2020
სასულიერო პირი, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა
სასულიერო პირი ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა.
12:11 / 21.01.2020
ნათია თურნავა: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ვიმსჯელოთ - გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობის საფუძველი არ არსებობს და გიორგი გახარია შესანიშნავად უძღვება მთავრობას.
10:59 / 21.01.2020
კახა აბშილავა – ყველაზე ცნობილი “კრეპერიე” მონმარტზე – “რეცეპტის საიდუმლო ქართული გულია” (ვიდეო)
დიდხანს ველოდეთ, მაგრამ პარზში ჩასულებმა მისი ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. კახას “ბლინების” ჯიხურთან რიგს დასასრული არ უჩანდა… სამაგიეროდ, გადავიღეთ ამის ამსახველი ვიდეო, მოგვიანებით კი ინტერვიუც ჩავწერეთ.
00:13 / 21.01.2020
(ვიდეო)- “სააკაშვილი მეც არ მომწონს და არასოდეს ვყოფილვარ მასზე გადარეული”
მესიჯები, რომელიც გაბუნიან მონოლოგში გააჟღერა:
00:59 / 20.01.2020
საქართველოს ნაკრების და FIFA-ს ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
ბათუმში, ვეტერან ფეხბურთელთა შორის ზამთრის თასის გათამაშებისას საქართველოს ნაკრებისა და ფიფას გუნდის შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.
23:02 / 19.01.2020
ნატა ფერაძე დააკავეს (ვიდეო)
ცირკის მიმდებარე ტეროტირიასთან სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.
22:30 / 18.01.2020
„ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ცეკვავენ [ვიდეო]
ტელეკომპანია „ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავენ.
01:05 / 17.01.2020
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
21:44 / 12.12.2019
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
17:36 / 04.08.2019
დღის სიახლეები