საქართველოში COVID-19-ის 187 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი
10:43 / 19.09.2020
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 187-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3306- ს შეადგენს.
თენგიზ ცერცვაძე: 10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და რატომ ითვლება ეს არაკორექტულ ქმედებად, არ ვიცი
10:15 / 19.09.2020
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ უკვე 10 წელზე მეტია "ქართული ოცნების" მომხრეა და მაშინ არანაირი კორონავირუსი არც არსებობდა. მისი განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ იყენებენ კორონავირუსს პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეს მისი გააზრებული გადაწყვეტილებაა.

"მე არ ვიცი კორონავირუსს რატომ იყენებენ პოლიტიკურ და საარჩევნო კონტექსტში. მე 10 წელზე მეტია, რაც ამ ჯგუფის მხარდამჭერი ვარ "ქართული ოცნების", კორონა საერთოდ ხსენებაში არ იყო მაშინ და რატომ გვეთვლება ეს მინუსად, ან არაკორექტულ ქმედებად არ ვიცი.

იგივე ბატონი კალოიანი, რომელიც ჩემზე არანაკლებ პოპულარული ექიმია და არანაკლებ მაღალი პროფესიონალი, რომელიც ღიად წავიდა პოლიტიკაში და დეპუტატობის კანდიდატია მე მგონია. ან ძალიან ბევრი ცნობილი ექიმი, რომელიც ღიად დადის მათ კრებებზე და საარჩევნო კომპანიებში და ღიად უჭერს მხარს. მათ მიმართ რატომ არ არის კრიტიკა? მათ რამე დააშავეს? ჩვენ რატომ დავაშავეთ? ეს იყო ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძე: როგორ ვილაპარაკოთ მეორე ტალღაზე, როცა მსოფლიოში პირველი ტალღა არ დამთავრებულა
22:32 / 18.09.2020
ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს, 18 სექტემბერს საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა.
ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა
18:54 / 18.09.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძე: ნიღაბი უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების წესი, ისევე, როგორც დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, დიდი თავშეყრისგან თავის არიდება
18:01 / 18.09.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად თანაცხოვრება მინიმუმ ერთი წელი მაინც მოგვიწევს. როგორ ის აღნიშნავს, ნიღბის ტარება და დადგენილი რეგულაციების შესრულება ყოველდღიური ცხოვრების წესი უნდა გახდეს.
ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
17:49 / 18.09.2020
კორონავირუსი ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც  უნივერსიტეტის პრესსამსახურში თქვეს, ოთხივე მათგანი ადმინისტრაციის თანამშრომელია.
ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი: სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და  ბოლო, რომელიც დაიკეტება
17:42 / 18.09.2020
სკოლებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს და დაწესებულებებს შორის ის უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა. ამასთანავე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ტექნიკური მომზადება.
ამირან გამყრელიძე: ინფიცირებულებს შორის ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, 13 კრიტიკული პაციენტია
17:39 / 18.09.2020
ინფიცირებულებს შორის, ძირითადად ჭარბობს მსუბუქი, უსიმპტომო და საშუალო სიმძიმის ავადმყოფები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
საქართველოს რკინიგზა: პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული
16:58 / 18.09.2020
ორი თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" განცხადება ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პირველადი მოკვლევის შედეგებით, ადგილზე უსაფრთოების პირობები დაცული იყო.
ამირან გამყრელიძე: საქართველო ისევ რჩება ევროპის რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად
16:55 / 18.09.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საკმაოდ საყურადღებოა, რაც მეტ სიფრთხილეს საჭიროებს. როგორც ის აცხადებს, დღეს დილით, დაახლოებით 11 ათასამდე PCR ტესტი ჩატარდა ქვეყანაში, ასევე დაახლოებით 1500 სწრაფი ტესტი.
ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
16:46 / 18.09.2020
ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. 19 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე და მდინარე მტკვრის აუზში დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება
13:14 / 18.09.2020
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
პროკურორი: არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე
13:09 / 18.09.2020
საქმეში ნამდვილად გარკვეული მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად მძიმე მოსასმენი და საყურებელია და ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ჩანაწერები, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა
11:15 / 18.09.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა.
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
10:33 / 18.09.2020
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან  თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს  ნიშნავს
12:16 / 17.07.2020
თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807
გასვლა- თბილისი ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა- თბილისი
10:30 15:30 19:05 00:10
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
დღის სიახლეები
კალენდარი
×